მეცხრე დღე
რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღეა,დღეს პრეზენტაცია გვქონდა.ემოციურად დატვირთული ვიყავი,ცოტა ვღელავდი,არ ვიცი რატომ...მოვისმინე მეგობრების გამოსვლები. ძალიან საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ.ამ დღეებმა ბევრი რამ მომცა და მეტი ცოდნა შემძინა.გული დამწყდა რომ მუშაობა დავასრულეთ.
დიდი მადლობა გვანცას იმ დიდი გულისხმიერებისთვის და სითბოსთვის,რომელიც ჩვენ მიმართ გამოჩინა.
Monday, March 16, 2015
Saturday, March 14, 2015
მერვე დღე
რეფლექსია
წინა რეფლექსიას მერვე დღე დავაწერე მეშვიდეს ნაცვლად,მერვე კი დღეს იყო.არა უშავს...
დღეს გავეცანით მე–7 მოდულს,მიმოვიხილეთ რესურსებში რამდენიმე ნიმუში.
შევქმენი საქაღალდეები,რომლებშიც ჩავტვირთავ ყველა გამოყენებულ რესურსს,მოსწავლის სავარაუდო ნიმუშს,სურათებს...მოკლედ სამუშაო ბევრი გვაქვს.დასახვეწი მაქვს პროექტიც,ცოტა შესწორებებსაც შევიტან და მივცემ სრულყოფილ სახეს,მოვემზადები პრეზენტაციისთვის...
რეფლექსია
წინა რეფლექსიას მერვე დღე დავაწერე მეშვიდეს ნაცვლად,მერვე კი დღეს იყო.არა უშავს...
დღეს გავეცანით მე–7 მოდულს,მიმოვიხილეთ რესურსებში რამდენიმე ნიმუში.
შევქმენი საქაღალდეები,რომლებშიც ჩავტვირთავ ყველა გამოყენებულ რესურსს,მოსწავლის სავარაუდო ნიმუშს,სურათებს...მოკლედ სამუშაო ბევრი გვაქვს.დასახვეწი მაქვს პროექტიც,ცოტა შესწორებებსაც შევიტან და მივცემ სრულყოფილ სახეს,მოვემზადები პრეზენტაციისთვის...
Saturday, March 7, 2015
Sunday, March 1, 2015
მეხუთე დღე
რეფლექსია
დგეს ძალიან დავიღალე.არ ვიცი რატომ.მეგონა ,რომ პროექტის შემდეგი დავალება სწორად გავიგე და შევასრულე ,თუმცა ,აღმოჩნდა რომ კიდევ მაქვს რაღაცეები შესაცვლელი.დახმარებისთვის ქალბატონ გვანცას მივმართე,რომელმაც საჭირო დახმარება გამიწია.ვფიქრობ, შემდეგისთვის ჩემი დავალება უკეთესი იქნება.
Saturday, February 21, 2015
მეოთხე დღე
რეფლექსია
დღეს გვეცანით პროექტის შაბლონის შემდეგრუბრიკებს,ჩემს შაბლონს დავამატებ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე,რა უნდა გავაკეთოთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ. დღეს ცოტათი მოვედი აზრზე, მაგრამ მთლად ვერა , ყოველ შემთხვევაში იმედის ძალიან პატარა ნაპერწკალი გამიჩნდა.
რეფლექსია
დღეს გვეცანით პროექტის შაბლონის შემდეგრუბრიკებს,ჩემს შაბლონს დავამატებ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე,რა უნდა გავაკეთოთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ. დღეს ცოტათი მოვედი აზრზე, მაგრამ მთლად ვერა , ყოველ შემთხვევაში იმედის ძალიან პატარა ნაპერწკალი გამიჩნდა.
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
მარინე ფედიჩკინა
|
|
რაიონი
|
აჭარა
|
|
სკოლა
|
მე–18 საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ბათუმი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები ეცნობიან სულხან–საბა ორბელიანისა
და სხვა ცნობილი მეიგავეების იგავ–არაკებს.კითხულობენ და აანალიზებენ,ადარებენ
ერთმანეთს.იღებენ ცოდნას იგავარაკული ჟანრის შესახებ. მოსწავლეები აკვირდებიან იგავ–არაკების პერსონაჟებს,მათ ლექსიკას, ქმედებებს.პერსონაჟებზე დაკვირვებით გამოაქვთ დასკვნები.ყურადღებას ამახვილებენ მათ დადებით მხარეებზე, ქმნიან დადებითი პერსონაჟების ბლოგებს.აკეთებენ ჩანაწერებს. იმართება დისკუსია. მოსწავლეები ინდივიდუალურად წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს თითოეულ გმირზე.ისინი მუშაობენ ჯგუფებში და აკეთებენ პრეზენტაციებს.
|
||
საგანი
|
||
ქართული ენა ,ისტ.
|
||
დონე/კლასი
|
||
მე–7 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
8
საათი. 2 კვირა.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან
21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები შეძლებენ : სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება–გაანალიზებას,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და ახსნას. ამოიცნონ და შეაფასონ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. კითხვის მიზნის გამოყენებას. წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ნორმების დაცვას. წერის სტრატეგიების გამოყენებას ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. |
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რატომ უნდა ვისწავლოთ ?
|
|
თემატური კითხვები
|
რა მნიშვნელობა აქვს იგავ–არაკს დღეს
ადამიანთა ცხოვრებაში?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რა არის იგავი,ვინ ითვლება იგავარაკული ჟანრის ფუძემდებლად, ვი ნ არიან ცნობილი მეიგავეები, რა არის დამახასიათებელი იგავისთვის.
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
მოსწავლეები პროექტის დაწყებამდე შეიმუშავებენ პროექტის გეგმას.მთელი პროექტის განმავლობაში ვსვამ შეკითხვებს, რათა შევამოწმო მოსწავლეთა აზროვნება და მიეცეს მათ ანალიზის შესაძლებლობა. ვიყენებ მოკლე ჩანაწერებს ,რომელიც ხელს შემიწყობს თვალი ვადევნო თითოეული მოსწავლის საჭიროებებს .ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას. მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გარკვევის მიზნით ვეხმარები მათ გაიხსენონ რა იციან იგავ–არაკების ,მეიგავეების შესახებ და ვიყენებ ვენის დიაგრამას,ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე სქემას. როდესაც მოსწავლეები იგავ–არაკების შესწავლისას პერსონაჟთა ბლოგების შექმნას შეუდგებიან ,ვთხოვ მუშაობის წარმართვისას გამოიყენონ ბლოგის რუბრიკა. ავსებენ Tდიაგრამას პროექტის ბოლო ეტაპზე გამართავენ დისკუსიას.წერენ ესეს. მოსწავლეებს ვთხოვ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინასწარ ვთხოვ მოსწავლეებს წაიკითხონ სულხან–საბა ორბელიანისა და სხვა ცნობილი მეიგავეების : ეზოპეს, ივანე კრილოვის იგავ–არაკები. ისინი მოიძიებენ, წაიკითხავენ, იმუშავებენ პროექტის ფარგლებში თემატურ და ზოგად შეკითხვებზე.
შეადგენენ გონებრივი იერიშის რუკას, რომელიც შეივსება კლასის აქტიური მონაწილეობით. მოსწავლეები შეიმუშავებენ პროექტის გეგმას და რეალური გადაწყვეტილების განსახილველად გამოიყენებენ იგავ–არაკებში არსებულ საკითხებს. მოსწავლეთა საჭიროების დადგენის მიზნით ვიყენებ ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე დიაგრამას. ამის შემდეგ მათ ვანაწილებ პატარა ჯგუფებში ვენის დიაგრამაზე სამუშაოდ. ჯგუფური მუშაობისას ისინი ინაწილებენ როლებს. კერძოდ, არჩევენ შენიშვნის ჩამწერს, მთხრობელს, წარმომდგენს, ისახავენ მიზნებს. ჯგუფებს წასაკითხად ვთავაზობ წინასწარ განსაზღვრული იგავ–არაკების გარკვეულ რაოდენობას.სულხან–საბა ორბელიანის "იხვი და მყვარი", "კუ და მორიელი","გლახაკი და ქილა ერბო","სოფლის მაშენებლები", ეზოპეს "ბაყაყები", "ღამურა და მაჩვი", "ვირი და მგელი","ძაღლი,მელა და მამალი", ივანე კრილოვის "ლომი და თაგვი", თაგვი და ვირთხა",ჯგუფის წევრები რიგითობის მიხედვით წაიკითხავენ იგავ–არაკებს.იმუშავებენ როგორც ჯგუფებში,ასევე ინდივიდუალურად. მოსწავლეები აკვირდებიან იგავების ენას,ლექსიკას. ერთმანეთს ადარებენ სიტყვის ძველ და ახალ მნიშვნელობას. გამართავენ დისკუსიას. სულხან –საბა ორბელიანის "იხვისა და მყვარის" და ეზოპეს "ბაყაყების" წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები სვამენ პრობლემურ კითხვებს:რატომ ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს?რატომ არ მიატოვა საცხოვრებელი ადგილი მყვარმა? ვის არჩევანს ემხრობიან? რომელი პერსონაჟი იქცევა სწორად?სახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს –იხვი გონიერია,ცდილობს მოძებნოს გამოსავალი და თავი გადაირჩინოს,მყვარი კი ძალზე შეყვარებულია თავის "სამკვიდროზე" და იქ ურჩევნია სიკვდილი სხვაგან სიცოცხლეს.პატარა გუბის ბაყაყი კი მეგობარს არ თანხმდება დიდ გუბეში გადასვლაზე (ეზოპე),მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს :მამული როგორი გაუსაძლისიც არ უნდა იყოს იქ ცხოვრება, ძნელი მისატოვებელია.(მყვარისთვის) თუმცა ეს გრძნობა ბევრისთვის უცხოა (იხვისთვის) ახირებულობას კი ადამიანი ზოგჯერ დაღუპვამდე მიჰყავს. განიხილავენ რა მსგავსება და განსხვავებაა სულხან–საბა ორბელიანისა და ეზოპეს იგავ–არაკს შორის. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებს უზიარებენ ერთმანეთს,აკეთებენ ჩანაწერებს. ასახელებენ დადებით და უარყოფით პერსონაჟებს ,აკეთებენ დასკვნებს ,მსჯელობენ თითოეული იგავ–არაკის მორალზე.
მეორე კვირა
მოსწავლეები გააანალიზებენ იგავ–არაკებს,რა არის იგავ–არაკი,განიხილავენ მათ საერთო ნიშნებს, რა არის დამახასიათებელი იგავისთვის,როგორი ხასიათისაა,ვინ ითვლება იგავთმწერლობის მამამთავრად, ვინ არიან ცნობილი მეიგავეები,ასახელებენ იგავ–არაკთა ცნობილ კრებულებს ,რა მნიშვნელობა აქვთ დღეს იგავ–არაკებს ადამიანთა ცხოვრებაში...
ჯგუფში ერთობლივი მუშაობის შედეგად მოსწავლეები შეადგენენ რუბრიკას,რომელსაც გამოიყენებენ თვალსაჩინოებისათვის.
შესწავლილი იგავ–არაკების მიხედვით თითოეული ჯგუფი შექმნის ახალ იგავ–არაკს.შემდეგ გაუზიარაბენ ერთმანეთს და რუბრიკების საშუალებით შეასრულებენ თვითშეფასებას, შეაფასებენ ერთმანეთსაც.
პროექტზე მუშაობას მოსწავლეები ასრულებენ დიდი ილიას სიტყვებით: "სადაც სიბრძნეა, იქ სიცრუეს რა ხელი აქვს?! რა უგავთ ერთმანეთსა ?.. სიცრუე თვითონ ამბავია,სიბრძნე შიგ ჩასახული აზრია ."
დაწერენ ესეს: ახლანდელი დროის სიბრძნე –სიცრუე.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
ასეთი მოსწავლე ამ კლასში არ მყავს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სულხან–საბა ორბელიანი "სიბრძნე სიცრუისა"
ხუთტომეული, ტომი 1 , პროზა, თბილისი, 2013წ. სულხან–საბა ორბელიანი "სიტყვის კონა", ხუთტომეული, ტომი 2, 3, 4, 5, 2013წ. აკ. წერეთელი–რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი 1, ივ. კრილოვის იგავ–არაკების თარგმანები, თბილისი, 1988წ. ეზოპეს იგავ–არაკები |
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
.
|
Subscribe to:
Posts (Atom)