Monday, March 16, 2015

მეცხრე დღე

რეფლექსია
ტრენინგის  ბოლო დღეა,დღეს პრეზენტაცია გვქონდა.ემოციურად დატვირთული ვიყავი,ცოტა ვღელავდი,არ ვიცი რატომ...მოვისმინე მეგობრების გამოსვლები. ძალიან საინტერესო გამოსვლები  ჰქონდათ.ამ დღეებმა ბევრი რამ მომცა და მეტი ცოდნა შემძინა.გული დამწყდა რომ მუშაობა დავასრულეთ.
   დიდი მადლობა გვანცას  იმ დიდი გულისხმიერებისთვის და სითბოსთვის,რომელიც ჩვენ მიმართ გამოჩინა.


Saturday, March 14, 2015

 მერვე დღე
რეფლექსია


წინა რეფლექსიას მერვე დღე დავაწერე მეშვიდეს ნაცვლად,მერვე  კი დღეს იყო.არა უშავს...

დღეს გავეცანით მე–7 მოდულს,მიმოვიხილეთ რესურსებში რამდენიმე ნიმუში.
შევქმენი საქაღალდეები,რომლებშიც ჩავტვირთავ ყველა გამოყენებულ რესურსს,მოსწავლის სავარაუდო ნიმუშს,სურათებს...მოკლედ სამუშაო ბევრი გვაქვს.დასახვეწი მაქვს პროექტიც,ცოტა შესწორებებსაც შევიტან და მივცემ სრულყოფილ სახეს,მოვემზადები პრეზენტაციისთვის...

Saturday, March 7, 2015

მეექვსე დღე.რეფლექსია

ვიმუშავე,მაგრამ არ ვიცი რა გამომივიდა.გავეცანი power-point-ში მუშაობას, ვისწავლე სლაიდების შექმნა, შევასრულე სხვადასხვა დავალება, გავეცანი მოსწავლის სავარადუდო ნაშრომს და ახლა შევეცდები საშიანო დავალების შესრუელბის დროს მიღებული ცოდნა გამოვიყენო, შევიტანო სიახლეები.

Sunday, March 1, 2015


მეხუთე დღე 
რეფლექსია


დგეს ძალიან დავიღალე.არ ვიცი რატომ.მეგონა ,რომ  პროექტის  შემდეგი დავალება  სწორად გავიგე და შევასრულე ,თუმცა ,აღმოჩნდა რომ კიდევ მაქვს რაღაცეები შესაცვლელი.დახმარებისთვის ქალბატონ გვანცას მივმართე,რომელმაც საჭირო დახმარება გამიწია.ვფიქრობ, შემდეგისთვის ჩემი დავალება უკეთესი იქნება.