დღე 1
რეფლექსია
დღეს მოვისმინე ძალიან საინტერესო ტრენინგი პროექტებით სწავლება ინტელის პროგრამით. გავეცანი 21–ე საუკუნის სტანდარტს . კომპიუტერის გამოგონებამ ძირფესვიანად შეცვალა ინფორმაციის მიღებისა და გაცემის შესაძლებლობები. ახალი ტექნოლოგიების წვდომა და მისი მიზანმიმართულად გამოყენება უფრო მეტად საინტერესოს გახდის გაკვეთილს. აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ყოველდღიურობაში სხვა დამხმარე საშუალებებთან ერთად კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი აქტივობა კომპიუტერული ტექნოლოგიების წვდომისადმი ჩამოგვიყალიბებს საჭირო უნარ–ჩვევებს, რომლებიც იქნება გაკვეთილზე მორგებული.
გავეცანი პორთფოლიოს, ონლაინ სახელმძღვანელოებს, თუ როგორი მოქნილი ყოფილა ელექტრონული წიგნი, შევქმენი საკუთარი ბლოგი, გავიგე დრაივის ფუნქცია, თუმცა ცოტა გამიჭირდა . შევეცდები ეფექტურად გამოვიყენო საჭიროებისამებრ.
No comments:
Post a Comment